ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე ჰელსიკორის ექიმი

ნათია ვაშაყმაძე - ენდოკრინოლოგი

ენდოკრინოლოგი, ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

რას აკეთებს ენდოკრინოლოგი ექიმი?

კლინიკა “ჰელსიკორში” ყველა სპეციალისტი თანამედროვე მეთოდებით მკურნალობს. მრავალწლიანი გამოცდილება იმის გარანტია, რომ ნებისმიერი გართულების მიზეზი დროულად იქნას მოძიებული. ენდოკრინოლოგი დეტალურად იკვლევს პაციენტის ისტორიას, მკურნალობის კურსი კი ინდივიდუალურადაა მორგებული ყველა ადამიანზე.

საუკეთესო ენდოკრინოლოგი პაციენტებს ინდივიდუალურად იკვლევს

ენდოკრინოლოგია, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში, ბოლო ათწლეულებია ძალიან განვითარდა. თვალშისაცემია ის პროგრესი, რომელსაც ექიმებმა ამ დაავადებასთან ბრძოლაში მიაღწიეს. 

მაგრამ შედეგის მისაღებად მხოლოდ საუკეთესო სპეციალისტი არ არის საკმარისი. პაციენტმა ზუსტად უნდა შეასრულოს ყველა რეკომენდაცია, რომ მკურნალობის პროცესი მაქსიმალურად უნდა წარიმართოს.

ბავშვთა ენდოკრინოლოგი მკურნალობის პროცესში დროულად უნდა ჩაერთოს

არაჯანსაღი კვების რაციონის გამო, დიდია ხანია უკვე რაც დაავადება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ძალიან გავრცელდა ბავშვებში. შესაბამისად, დღეს უკვე მედიცინის ეს დარგი ცალკე მიმართულებას საჭიროებს, რომელიც მოზარდების დიაბეტზეა ორიენტირებული.

მშობლებისთვის ნომერ პირველი რჩევაა, რომ დიაბეტის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დროულად ჩართოს საქმეში ბავშვთა ენდოკრინოლოგი. ამისათვის სიმპტომების აღოჩენისთანავე ეწვიეთ ჰელსიკორის სამედიცინო ცენტრს და გაუფრთხილდით პატარას ჯანმრთელობას.

 

ბიოგრაფიული ცნობები

  • საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM) დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
  • კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი და კლინიკა „კარდიოს" კონსულტანტი ენდოკრინოლოგი.
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით

განათლება

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - სამკურნალო ფაკულტეტი
  • სანკტ-პეტერბურგის მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლური სამედიცინო უნივერსიტეტი - კლინიკური რეზიდენტურა ენდოკრინოლოგიაში
  • შატირეს საუნივერსიტეტო კლინიკა (ბერლინი)- ენდოკრინოლოგია და იშვიათი მეტაბოლური დარღვევების განყოფილება.

ნათია ვაშაყმაძე - ორგანიზებული პროექტები

  • საერთაშორისო სატელიტური სიმპოზიუმი დიაბეტოლოგიაში - 2017წ.
  • საერთაშორისო სატელიტური სიმპოზიუმი ლიპიდოლოგიაში - 2018წ.
  • დისლიპიდემიის ნათარგმნი გაიდლაინის პრეზენტაცია პროფესორ პიტერ ლანსბერგთან ერთად - 2018წ.
  • D ვიტამინის საერთაშორისო ვორქშოფი - 2018წ.
  • გერიატრიული ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია - 2018წ.
  • თირეოიდოლოგიის საერთაშორისო მასტერკლასის - 2019წ.
  • ლიპიდოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია - 2019წ.
  • ონლაინ კონფერენცია - "ენდოკრინოლოგია Covid-19-ის ეპოქაში" - 2021წ.
  • საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია „ფარისებრი ჯირკვლის კიბო - მულტიდისციპლინური მიდგომის პრინციპები“ – 2021წ.
  • საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია დიაბეტოლოგიაში - 2021წ.
  • საერთაშორისო კონფერენცია რეპროდუქციულ ენდოკრინოლოგიაში - 2022წ.

სამეცნიერო საქმიანობა

ნათია ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით ითარგმნა და გამოიცა ხარისხიანი სამედიცინო ლიტერატურა ქართულ ენაზე, მათ შორის:

  • ენდოკრინული საზოგადოების (endocrine society) გაიდლაინი D ვიტამინის დეფიციტის (2018წ.) შესახებ
  • ევროპის თირეოიდული ასოციაციის (ETA) გაიდლაინები: გრეივსის დაავადების, გრეივსის ორბიტოპათიის და ამიოდარონთან ასოცირებული თირეოპათიების მართვის შესახებ - 2019წ.
  • სტატიების კრებული გერიატრიულ ენდოკრინოლოგიაში - 2019წ.
  • სტატიების კრებული ლიპიდოლოგიაში - 2019წ.
  • ამერიკის თირეოიდული ასოციაციის (ATA) გაიდლაინები ფარისებრი ჯირკვლის კვანძებისა და კიბოს შესახებ, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს RAI-ით თერაპიის შესახებ - 2021წ.

  • ენდოკრინული საზოგადოების გაიდლაინის ჰიპერპროლაქტინემიის შესახებ - 2022წ.

ნათია ვაშაყმაძე არის წიგნის „ბიოქიმია ექთნებისთვის“ ავტორი.

იგი არის Elsevier-ის გამოცემული წიგნის „დაბერების ენდოკრინოლოგია სქემებსა და სურათებში“ მე-20 თავის თანაავტორი.

იგი მუდმივად ესწრება გლობალურ და ადგილობრივ კონფერენციებს, ხშირად აქვს მოხსენებები სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისა და ექიმებისთვის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ღონისძიებებზე. ნათია ვაშაყმაძე არის ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების (ESE), ევროპის ახალგაზრდა მეცნიერ ენდოკრინოლოგთა საზოგადოების (EYES), ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებისა (ISE), ევროპის თირეოიდული საზოგადოების (ETA) წევრი.

დაჯავშნეთ ვიზიტი 

კლინიკა “ჰელსიკორში” მკურნალობის თანამედროვე მიდგომები დაავადების ეფექტურად მართვის შესაძლებლობას იძლევა. მომსახურების ფასი კლინიკაში საკმაოდ ხელმისაწვდომია და ზუსტად მორგებულია მოსახლეობის შესაძლებლობებს.

დამატებით, შეგიძლიათ ისარგებლოთ ჰელსიკორის ჯანმრთელობის დაზღვევით.

 

ასე რომ, დაჯავშნეთ ექიმთან ვიზიტი, იყავით მეტად დაცული!