დიაბეტური ტერფი გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები

2021-11-19

დიაბეტური ტერფი

შაქრიანი დიაბეტით დაავადების დროს, დიაბეტური ტერფი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული ეტაპია, რომლის დროსაც ვითარდება წყლულოვანი, ჩირქოვან-ნეკროზული პროცესი და პაციენტს უვითარდება ქვემო კიდურების ტროფიკული ცვლილებები.

დიაბეტური ტერფი, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტთა 50 % -ზე მეტს უვითარდება, რაც სამწუხაროდ ხშირად ხდება ამპუტაციის მიზეზი.

დიაბეტური ტერფის სიმპტომებია:

  • მჩხვლეტავი და მწველი ტკივილი გადაადგილებისას;
  • ტერფის ქსოვილთა მგრძნობელობის დაქვეითება;
  • მომატებული ტკივილი ღამის მანძილზე;
  • ტერფის ნაწილში კანის ფერის ცვლილება;
  • სიმშრალე და კანის აქერცვლა;
  • წყლულები და ნაწიბურები;
  • ფეხის თითებს შორის რთულად შესახორცებელი ნახეთქები;
  • ფრჩხილების დეფორმაცია;
  • თმის ცვენა;
  • კანის რქოვანა შრის გასქელება ტერფზე;
  • ტერფის დეფორმაცია;
  • წვრილი ძვლების სპონტანური მოტეხილობები;
  • ე.წ. „დენის დარტყმის“ შეგრძნება;


დიაბეტური ტერფის განვითარების რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან ვისაც აღენიშნება:
პერიფერიული ნეიროპათია ან სისხლძარღვთა სხვადასხვა პათოლოგიები;
კიდურების წყლულოვანი დაზიანება ან ამპუტაცია ანამნეზში;
მავნე ჩვევებზე დამოკიდებულება (ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება);
ჰიპერტონიული დაავადება;
ქოლესტერინის მომატებული დონე;
შაქრიანი დიაბეტის სხვა გართულებები;
მხედველობის დაზიანება

დაავადების თავიდან აცილების მიზნით:
მოერიდეთ არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარებას;
მაქსიმალურად ფრთხილად ჩაიტარეთ ფრჩხილების მოწესრიგების პროცედურა;
მოერიდეთ ფეხშიშველ სიარულს;
თავი შეიკავეთ სპორტის იმ სახეობებისგან, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ფეხს;
ხშირად გამოიყენეთ დამატენიანებლები, რათა კანი არ გამოშრეს;

გახსოვდეთ! სიწითლის, ფრჩხილების იერსახის ცვლილების, დაჩირქებისა თუ დაწყლულების შემჩნევისთანავე მიმართეთ ექიმს