სეზონური გრიპი და გაციება

2022-10-14

გრიპით ინფიცირებული ადამიანი გადამდებია სიმპტომების გამოვლენიდან შვიდი დღის განმავლობაში

გრიპის გავრცელების მიზეზიც სწორედ ეს არის, დაინფიცირებული ადამიანი არ რჩება იზოლაციაში საჭირო პერიოდის მანძილზე, ხოლო გრიპი დახურულ სივრცეში მარტივად ვრცელდება. ის ნებისმიერ დროს შეიძლება გამოუვლინდეს ადამიანს, სეზონს არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა ყველაზე ხშირად მას შემოდგომაზე ვხვდებით.

დაავადების სიმპტომები 5-დან 10 დღემდე გრძელდება, სწორედ ეს დრო არის საჭირო ადამიანმა მოიხადოს გრიპი და აღინდგინოს ძალები.

აღსანიშნავია, რომ ინფიცირებული ადამიანი გადამდებია სიმპტომების გამოვლენიდან შვიდი დღის განმავლობაში. გრიპის სიმპტომების გამოვლენა ჩვეულებრივ იწყება ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 1-4 დღის შემდეგ.

გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • საერთო სისუსტე;
  • ცხელება;
  • ყელის ტკივილი;
  • ხველა;
  • გამონადენი ცხვირიდან;
  • კუნთებისა და თავის ტკივილი

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს გრიპისგან გამოწვეული გართულებები და ასევე დაიცვას ადამიანი მთელი სეზონის განმავლობაში ინფიცირებისგან.