2023-07-28

ჰეპატიტის საერთაშორისო დღე

ჰეპატიტის საერთაშორისო დღე 2011 წლიდან აღინიშნება, მისი მიზანია ცნობადობის გაზრდა ვირუსული ჰეპატიტების შესახებ, რა ზიანის მიყენება შეუძლია დაავადებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის, უშუალოდ კი ღვიძლის პრობლემებს, რომელიც მათ შორის იწვევს შემდგომში ღვიძლის კიბოს.

დღეს არსებობს ვირუსის ხუთი შტამი - A, B, C, D და E.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში B ჰეპატიტით 296 მილიონი ადამიანია დაავადებული, 58 მილიონი - C, ხოლო 1,5 მილიონ ადამიანს ქრონიკული B ჰეპატიტი აწუხებს.

ჰეპატიტებით გამოწვეული ლეტალობის მაჩვენებელი წლის მანძილზე 1 100 000 - ია.