2024-03-18

"მომავლის ენდოკრინოლოგია"

21-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი სახელწოდებით "მომავლის ენდოკრინოლოგია" 1-3 მარტს დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ჩატარდა.

კონგრესს 5 000-მდე სტუმარი ესწრებოდა მსოფლიო მასშტაბით.

კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ვაშაყმაძე საერთაშორისო კონგრესზე მიწვეული იყო 3 სექციის თავმჯდომარედ.

იგი ხელმძღვანელობდა სექციებს: მენოპაუზის ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპიის, გრეივსის დაავადებისა და ჰიპოთირეოზის მართვის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო კონგერესის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოდან მიწვეული იყო ენდოკრინოლოგი ღონისძიების სექციების თავმჯდომარედ.

ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი არის უნიკალური შესაძლებლობა ენდოკრინოლოგთათვის, მეცნიერთათვის, ჯანდაცვის წარმომადგენლებისთვის და პარტნიორი ორგანიზაციებისთვის მთელი მსოფლიოდან შეიკრიბონ რათა გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა, უახლესი კვლევები და გამოცდილება ენდოკრინოლოგიის გლობალურ საზოგადოებაში.