2023-11-20

რა არის დატვირთვის სტრეს-ტესტი და როდის უნდა ჩატარდეს ის

დატვირთვის სტრეს-ტესტი გულისხმობს გულის მუშაობის შეფასებას, მოძრავ სარბენ ბილიკზე სიარულის დროს. პარალელურად მიმდინარეობს ელექროკარდიოგრამის ჩაწერა. კვლევისას იზრდება დატვირთვა, შესაბამისად იცვლება ელექტროკარდიოგრამა, არტერიული წნევა და გულის შეკუმშვათა სიხშირე.

კორონარული არტერიების, იგივე გულის იშემიური დაავადების გამოსავლენად;
დიაგნოსტირებული შემთხვევების დროს, სისხლძარღვთა გამავლობის შესამოწმებლად;
სპორტსმენებში დატვირთვის ზღურბლის, ფუნქციური შრომისუნარიანობის შესაფასებლად.

სიმპტომები, რომელთა გამოვლებისას რეკომენდებულია სტრეს-ტესტის ჩატარება:

ტკივილი გულ-მკერდის არეში;
მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში;
ადვილად დაღლა;
ქოშინი;
ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობის შემცირება

#გახსოვდეთ უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს პროფილაქტიკური შემოწმება, ვინაიდან დროულად აღმოჩენილი გულის იშემიური დაავადება, ნიშნავს მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის უკმარისობის, საშიში არითმიების და სხვა გართულებების თავიდან აცილებას