ინტერვენციული კარდიოლოგია

კლინიკა „ჰელსიკორის“ კათერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი აპარატურით და ფუნქციონირებს კლინიკის გახსნის დღიდან. ბ-ნი ირაკლი გოგორიშვილის ხელმძღვანელობით წელიწადში 1500-ზე მეტი პროცედურა ტარდება, უმეტესად კორონარული ინტერვენციები, მხოლოდ მოწინავე კომპანიის უახლესი თაობის სტენტების გამოყენებით.


კათერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი აპარატურით: ორი Toshiba-ს ფირმის სტაციონარული ანგიოგრაფითა და ერთი Philips-ის მობილური დანადგარით/ დამატებითი აღჭურვილობა საშუალებას იძლევა ჩატარდეს არამარტო რუტინული კარდიოვასკულარული პროცედურები, არამედ ჰიბრიდული (ქირურგიულ-ინტერვენციული) ოპერაციები. ჩატარებულ პროცედურათა შორის უმეტესია კორონარული ინტერვენციები, თუმცა მრავლადაა ელექტროფიზიოლოგიური პროცედურები და ვასკულარული კვლევები. დღესდღეისობით ჩვენი სტატისტიკა არაფრით ჩამოუვარდება მოწინავე დასავლურ ცენტრებს.


კათერიზაციის ლაბორატორიაში მუშაობს ორი ინტერვენციული კარდიოლოგი, ერთი ელექტროფიზიოლოგი და რამოდენიმე ვასკულარული ქირურგი.
ვცდილობთ ვიმუშაოთ მსოფლიოს უახლესი მიღწევების შესაბამისად: კორონარულ ინტერვენციებში გამოიყენება მხოლოდ მოწინავე კომპანიების უახლესი თაობის, როგორც წამლიანი, ასევე გაწოვადი, პოლიმერული სტენტები. მოწინავე ფირმების ყველაზე რთული ელექტროფიზიოლოგიური იმპლანტირებადი მოწყობილობები ჩვენს კლინიკაში რუტინულად ყენდება.

ამჟამად მიდის მოლაპარაკებები, ამიერკავკასიაში პირველად, თრანსაკათეტერული ხელოვნური სარქვლის ჩასაყენებლად. კათეტერიზაციის ლაბორატორია მჭიდროდ არის ინტეგრირებული კლინიკის სხვა განყოფილებებთან. ამგვარი ურთიერთთანამშრომლობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ისეთი წარმატების მიღწევა, რომელიც დღეს ჩვენს კლინიკას აქვს.