สล็อตเว็บตรง

สล็อตเว็บตรง

สล็อตเว็บตรง

ღირებულებები - კლინიკა Healthycore
ღირებულებები

ღირებულებები

უსაფრთხოება და ხარისხი

ჩვენ მივისწრაფით საუკეთესო შედეგებისკენ;

ჩვენ ვუფიქრდებით და ვამოწმებთ ჩვენს ქმედებებს, რათა თავიდან ავიცილოთ შეცდომები;

ჩვენ ვსვამთ კითხვებს, ნათლად და გარკვევით ვახდენთ კომუნიკაციას;

ჩვენ უკომპრომისოდ ვზრუნავთ ხარისხზე და ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო მასალებსა და სამედიცინო აღჭურვილობას.

 

პაციენტზე ზრუნვა

პაციენტი ყოველაზე მნიშვნელოვანია;

ჩვენთვის პაციენტი ადამიანია და არა სტატისტიკა ან შედეგი;

ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება პაციენტის ინტერესებს;

ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყველა პაციენტს ინდივიდუალური მიდგომით, უახლესი დიაგნოსტიკური კვლევებითა და თერაპიით;

ჩვენ განუწყვეტლივ ვშრომობთ, რათა ყოველთვის ვიყოთ სანდო სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი და ვუზრუნვეყოთ ჩვენი პაციენტების უსაფრთხოება და სიმშვიდე.

 

პატივისცემა და თანაგრძნობა

ჩვენ ყველას ვეპყრობით სიკეთით და პატივისცემით - ისე, როგორც ყოველ ჩვენგანს სურს, რომ მოგვექცნენ.

ჩვენ ყველას ვხვდებით ღიმილით და ვსაუბრობთ მარტივად და ყველასთვის გასაგებად;

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პაციენტებისა და პარტნიორების მოთხოვნილებები და ყოველთვის ვითვალისწინებთ მათ;

ჩვენ შევდივართ პაციენტის და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობაში და ყველანაირად ვცდილობთ შევამსუბუქოთ მათი განსაცდელი.

 

ინოვაცია და ზრდა

ჩვენ ფეხს ვუდგამთ ინოვაცის და მუდმივად ვმუშაობთ სერვისების გაუმჯობესებისთვის;

ჩვენ ვეძებთ ხარისხის გაუმჯობესების გზებს;

ჩვენ გვჯერა საკუთარი ძალების, ვიღებთ გამოწვევებს და ერთად ვპოულობთ გამოსავალს;

ჩვენ ვზრუნავთ კომპანიის სტაბილურ ზრდაზე და თანამშრომლების განვითარებაზე;

 

გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა

ერთად ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი და მივაღწიოთ მეტს;

ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვუზრუნვეყოთ საუკეთესო მომსახურება პაციენტისთვის.

ჩვენ ვენდობით ჩვენს თანამშრომლებს და ვაფასებთ მათ შრომას.

ჩვენი ყველა თანამშრომელი თანასწორია, პატივს ვცემთ ყველა კულტურას და ეთნიკურ წარმომავლობას.

ჩვენ ვიძლევით კონსტრუქტიულ უკუკავშირს და ვითვალისწინებთ სხვების აზრს ჩვენი სამუშაოს მიმართ.

ჩვენ ვაფასებთ თანამშრომლობას ყველა ჩვენს პარტნიორთან.